სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვია. სომხეთის პრემიერის ბოლო ვიზიტი საქართველოში 2015 წელს გაიმართა, თანაც, ეს არა ოფიციალური, არამედ სამუშაო ვიზიტი იყო.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკვე განხილულია მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, რიგ საკითხებზე შეთანხმებებს მიაღწიეს.
ექსპერტები სტუდიებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ისაუბრებენ.
თბილისში:
რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი.
ერევანში:
სომხეთის მართვის სახელმწიფო აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი.
მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჩატარდება. პრეს-ცენტრის მისამართია:
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С ტელ: 555 90 89 77
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები გაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე media@sputnik-georgia.com.