ყველის ნავები, ანუ აჭარული ხაჭაპური ბრუკლინში

გამოწერა

ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა ნეტი დავითაშვილმა ბრუკლინში ქართული რესტორანი გახსნა, სადაც სხვა ტრადიციულ კერძებთან ერთად აჭარული ხაჭაპურიც მზადდება. 

ადგილობრივებისთვის უჩვეულო „ყველის ნავებს“, ანუ Cheesboat-ებს შეფ-მზარეული დიმა მოლაშვილი აცხობს.

ვიდეოში ხაჭაპურით მოხიბლული ჩინელი გოგონა ხაჭაპურს ფონდიუს კი ადარებს, მაგრამ ამბობს, რომ „ყველის ნავი“ მაინც სჯობს ფონდიუს, ვინაიდან თასში ჩადება არ სჭირდება და ამბობს, რომ „ჭამით ვერ ძღება“.

ნეტი დავითაშვილი ვიდეოში ამერიკელებისთვის განმარტავს, რომ Cheesboat — ეს ხაჭაპურია აჭარიდან და ნავის ფორმა იმიტომ აქვს, რომ აჭარა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეგიონია. 

ვიდეო INSIDER cheese-მა საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე ორი დღის წინ, 22 თებერვალს ატვირთა, მაგრამ ის უკვე 6 774 423-მა მომხმარებელმა ნახა.

ყველა ახალი ამბავი
0