სოსო ცინცაძე: ტრამპი რუსეთთან „გარიგებას“ ვერ შეძლებს
„რუსეთი არასდროს წაეჩხუბება ირანს და არასდროს დაეხმარება ამერიკას ჩინეთის შეკავებაში, ამიტომ ეს „დიდი გარიგება“ წყალქვეშა რიფებთან არის დაკავშირებული. მე არ მგონია, რომ ის საერთოდ მოხდეს, ვინაიდან ეს არ არის პიროვნული წაჩხუბება, აქ ქვეყნის ეროვნული ინტერესებია“, — აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლისა და ეკონომიკის საკითხებზე „გარიგებას“ მიაღწევს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებშია, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა.