პოპულარული მომღერალი არაში თბილისში პირველად იმღერებს

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიარაში
არაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული მომღერალი არაში თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ირანული წარმოშობის პოპულარული შვედი შემსრულებელი, კომპოზიტორი და პროდიუსერი არაში (Arash) თბილისში 2017 წლის 26 მარტს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.

ცნობილი მომღერლის კონცერტი სპორტის სასახლეში 20:00 საათზე გაიმართება. ქართველი მაყურებლის წინაშე შემსრულებელთან ერთად ირანელი პოპ–მომღერალი სესი მანკანი (Sasy Mankan) წარდგება.

არაშ ლაბაფი (ლაბაფზადე) თეირანში დაიბადა. ათი წლის ასაკში მშობლებთან ერთად ევროპაში გადავიდა, შვედეთის ქალაქ უფსალაში ცხოვრობდა, სადაც შეიცვალა გვარი და ლაბაფი გახდა. მოგვიანებით ოჯახთან ერთად გადავიდა მალმეში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. 

არაში მუსიკით კოლეჯის დამთავრების შემდეგ დაინტერესდა, თავდაპირველად ინდური და შვედური ფილმებისთვის მუსიკას წერდა. 2004 წელს მისი სინგლი Boro Boro შვედეთში ჰიტი გახდა და პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ჩარტში და ჰიტ–პარადში პირველი ადგილები დაიკავა.

2005 წლის მარტში არაშმა გამოუშვა თავისი პირველი ფირფიტა Arash, რომელიც 2006 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. რუსეთში არაშმა რამდენიმე სინგლი რუს შემსრულებლებთან ერთად ჩაწერა, რომელთა შორისაა: ჯგუფი „Блестящие“ (Восточные Сказки), ანა სემიონოვიჩი (На моря),  Крёстная семья (Baskon), Фабрика (Али-Баба). 2006 წელს არაშის ჯილდოების კოლექციას „ოქროს გრამაფონის“ ირ პრემია შეემატა.

2011 წელს კინოში არაშის დებიუტი შედგა — ირანელი რეჟისორ ბაჰმან გობადის ფილმში „მარტორქების სეზონი“ (Rhino Season), სადაც მონიკა ბელუჩისთან ერთად არის გადაღებული.

იმავე წელს არაში თავის მეგობარ გოგონაზე ბეჰნაზ ანსარიზე დაქორწინდა, რომელიც 2004 წელს გაიცნო. ქორწილი სპარსეთის ყურის ნაპირზე, დუბაიში გაიმართა. 2012 წლის 22 აპრილს წყვილს ტყუპები შეეძინათ: ბიჭი დარიანი და გოგონა დონია. 


ყველა ახალი ამბავი
0