ლევან დავითაშვილი: ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნისთვის
„სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები“, — განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ დარგში აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.