„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მოდელმა, რომელიც არაერთხელ იყო აღიარებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და ეფექტიანი, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მოლდოვაში“, — აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინა ლოზანის სამადლობელო წერილში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისადმი ნათქვამია: „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილების გაზიარებამ განგრძობადი იურიდიული განათლების რეგულაციების კუთხით და პროფესიაში შემოსვლის ქართული მოდელი (არსებული და სამომავლო გეგმები), განსაკუთრებით კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების ამჟამინდელი ელექტრონული სისტემა, მეტად ღირებულია მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით“.
მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს გამოცდილებას იზიარებს
19:15 24.02.2017 (განახლებულია: 16:08 19.10.2021)
© FB/ Irakli Kandashviliირაკლი ყანდაშვილი
გამოწერა
მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებას პრაქტიკაში ნერგავს, - განუცხადა „Sputnik საქართველოს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა .
მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს გამოცდილებას იზიარებს