დონდუა: კონგოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის , რომ კონგოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მალე დაბრუნდნენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ.
დონდუა: კონგოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან

„საქართველოს მოქალაქეები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება. ჩვენი საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მუდმივ კონტაქტზეა კონგოს ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი გამოხსნა“, — განუცხადა დავით დონდუამ ჟურნალისტებს.

ხუთშაბათს, დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 22 თებერვალს წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევა, ხოლო მეორე მოქალაქე დაშავებულია. ის ქალაქ გომაში მკურნალობს.

ყველა ახალი ამბავი
0