თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.
ხუთშაბათს, საღამოს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ღამით ძლიერ თოვლს თან ერთვოდა ქარი, რის გამოც ადამიანები გზაში ჩარჩნენ.
ავტომანქანებიდან 4 მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამ დროისთვის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.