იისფერი მტრედი: ხმაური „ფეისბუქის“ მესენჯერის ახალი სტიკერის გარშემო

© სკრინშოტიTrash Dove - იისფერი მტრედი
Trash Dove - იისფერი მტრედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 თებერვალს „ფეისბუქის“ მესენჯერში უცნაური იისფერი ფრინველის ახალი სტიკერების ნაკრები გაჩნდა. სტიკერები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალევე იქცა მემედ.

მემე — ეს კულტურული ინფორმაციის ერთეულია. მემე შეიძლება იყოს ნებისმიერი იდეა ან ქცევა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება საუბრით, წერილობით, ვიდეოთი, რიტუალით, ჟესტებით და ა.შ.

იისფერი ფრინველი Trash Dove — ეს მტრედია, რომელიც ამერიკელმა ილუსტრატორმა სიდ უელერმა შექმნა. სტიკერები ანიმაციურია — კურსორის მიახლოებისას მოძრაობს.

„ფეისბუქის“ მომხმარებლები ყველაზე ხშირად მტრედის იმ სტიკერს იყენებენ, რომელიც თავს აქნევს.

რატომ ატყდა ხმაური იისფერი მტრედის გამო?

Trash Dove ყველაზე ადრე „ფეისბუქის“ ტაილანდურ სეგმენტში გაჩნდა და ძალიან მალე გახდა პოპულარული. საქმე ისაა, რომ ტაილანდურ ენაზე სიტყვა „ფრინველი“ და ფრაზა „უბედური მარტოხელა ადამიანი“ ერთნაირად ჟღერს.

თებერვლის დასაწყისში Trash Dove-მა „ფეისბუქის“ ამერიკული და ევროპული სეგმენტებიც დაიპყრო და სწორედ მათ აქციეს იისფერი მტრედი მემედ.

„ფეისბუქის“ მომხმარებლების ერთი ნაწილი Trash Dove-ს იმდენად ხშირად დებდა კომენტარებში, რომ ამან უკვე მეორე ნაწილი გააღიზიანა და ზოგი ჯგუფის ადმინისტრატორი ბანსაც კი ადებდა ამ სტიკერის გამომყენებლებს. ის კი არა, იუზერთა უფრო ახალგაზრდა „ფრთამ“ ისეთი მემებიც კი შექმნა, სადაც იისფერ მტრედებს კლავენ.

ხომ არ ელოდება Trash Dove-ს ბაყაყ პეპეს ბედი?

თებერვლის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებსა და იმიჯბორდებზე იისფერი მტრედისთვის ომი დაიწყო. მემარჯვენე შეხედულებების იმიჯბორდების მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ მასობრივი კულტურიდან „ამოიღონ“ Trash Dove.

© Fl/ rafa gonzalezსიძულვილის სიმბოლოდ ქცეული ბაყაყი პეპე
სიძულვილის სიმბოლოდ ქცეული ბაყაყი პეპე - Sputnik საქართველო
სიძულვილის სიმბოლოდ ქცეული ბაყაყი პეპე

სწორედ ასე „ამოიღეს“ მანამდე ბაყაყი პეპე, რომელიც თავდაპირველად თეთრ ნაციონალისტებთან ასოცირდებოდა, ბოლოს კი სულაც სიძულვილის სიმბოლოდ იქცა აშშ-ში. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პეპესთვის, რომ დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ ამოეყო თავი.

მტრედის მემეს მისაკუთრება ანტიფაშისტებმაც მოინდომეს და სტიკერების ახალ-ახალ ვერსიებსაც ქმნიან, მაგრამ „ალტერნატიული მემარჯვენეები“ უფრო აქტიურები არიან და თანაც გამოსახულებების რიცხოვნობით სჯაბნიან მათ.

იისფერი მტრედი — უნივერსალური მემეა, რომლითაც ნებისმიერი ემოციის გამოხატვა და ვითარების აღწერაა შესაძლებელი.

მოინახულეთ საკუთარი მესენჯერი და გამოსცადეთ Trash Dove — იქნებ მოგეწონოთ.

ყველა ახალი ამბავი
0