ქობულეთში 40-დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
53 წლის მამაკაცი ჭაობში დამხრჩვალი იპოვეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში დაკარგული 53 წლის ჯემალ მორჩილაძე 40-დღიანი ძებნის შემდეგ სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ მარტო წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იგი შემთხვევით ადგილობრივმა მონადირემ ჭაობში გარდაცვლილი იპოვა.

წინასწარი ვერსიით, მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.

ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ბათუმში ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი ქობულეთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0