უნიკალური თითისტოლა ნაკეთობები და მექანიკური კალენდარი მასხარას ბიუსტით

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ ბეჟანოვი პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ განათლებული ადამიანის ინტერესი მედიცინის საზღვრებს დიდი ხანია, გასცდა. მის მიერ დამზადებული მცირე ზომის ნივთები გასულ საუკუნეში გავრცელებულ ნახელავებს ჰგავს, რომლებიც ორიგინალური ფორმითა და შინაარსობრივი დატვირთვით გამოირჩევა.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა მისი შემოქმედება საკმაოდ ბევრის მთქმელია… მას ბათუმში დავუკავშირდით.

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვი
ოთარ ბეჟანოვი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვი

– ბატონო ოთარ, საინტერესოა, მკითხველს როგორ გააცნობდით საკუთარ თავს? 

— დავიწყებ იმით, რომ გახსნილი პიროვნება არ ვარ და ადამიანებთან კონტაქტში ძნელად შევდივარ… საერთოდ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს და ვცდილობ, ის შთაბეჭდილება, რასაც იმ ადამიანებზე ვახდენ, ვინც ახლოს არ მიცნობს, რამენაირად შევამსუბუქო. ახალი ნაცნობობის დროს ვარკვევ, რა აინტერესებს ჩემს თანამოსაუბრეს და მასთან ურთიერთობასაც აქედან გამომდინარე და ამაზე ვაწყობ. სასიამოვნოა, როცა აღმოჩნდება, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ამასთან ვცდილობ, ჩემი გემოვნება თავზე არ მოვახვიო. ჩემი ხასიათის დადებით მხარედ შეიძლება მოთმინებისა და მოსაუბრის კარგად გაგების უნარი ჩაითვალოს. ჩემი ინტერესის სფეროში შედის: ლიტერატურა, რაზეც დიდხანს შემიძლია ვისაუბრო, მუსიკა, რომელსაც შემიძლია საათობით ვუსმინო და მესამე – ხელნაკეთებზე მუშაობა, რაზეც განსაკუთრებულად შემიძლია ვილაპარაკო.

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი

– სანამ თქვენ უნიკალურ ნამუშევრებზე გადავალთ, მკითხველს ვაცნობებ, რომ სამედიცინო განათლება გაქვთ მიღებული…

— დიახ, სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული და პროფესიით სტომატოლოგ-თერაპევტი ვარ. ჩვენ ოჯახში ახალგაზრდები ყოველთვის ორი არჩევანის წინაშე დგანან: ფილოლოგია და მედიცინა. მე ბაბუის კვალს გავყევი და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტომატოლოგიის არჩევა შემთხვევითი ამბავი არ იყო. ამ საქმემ, „საიუველირო“ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობასთან ერთად, სიზუსტითა და აკურატულობით მიმიზიდა. ეს საქმე კბილების მხატვრულად დაპლომბვის და არხების მკურნალობის ფართო შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელისა და თვალის სიზუსტეს ავითარებს. 

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი

– ალბათ ლითონისგან მინიატურული ნივთების დამზადებითაც ამიტომ დაინტერესდით?

— საქმე ისაა, რომ ბავშვობაში სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებით ვიყავი გატაცებული: სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი კონსტრუქტორები, ჯარისკაცების ფიგურები, რომლებიც შეიძლებოდა საკუთარი გემოვნებით დამესრულებინა. ყველაფერი ეს ძალიან მომწონდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. საკუთარი ხელით რაღაცის შექმნა, ჩემი აზრით, ეს საინტერესო ბავშვობის ყველაზე მთავარი პირობაა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ჩემ ოთახში ვიკეტებოდი და საათობით ვაშენებდი, ვჭრიდი, ვძერწავდი, ვაწებებდი. ამის მერე კი ჩემი ნაკეთობების იმპროვიზებულ გამოფენაზე უფროსებს ვიწვევდი. ასაკთან ერთად ჩემი სურვილი, რაღაც შემექმნა, უფრო იზრდებოდა და დროთა განმავლობაში ხესა და რკინაზე მუშაობის გარკვეული მიმართულებაც ჩამომიყალიბდა.

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი

– თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი თუ გახსოვთ, რა იყო?

— ჩემი ერთ-ერთი პირველი სერიოზული ნამუშევარი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მინიატურული იარაღის მოდელია. ეს რამდენიმე წლის წინ იყო. იარაღის მოდელი თითისტოლა იყო. ის მელქიორისა და ირმის რქისგან დავამზადე. მასზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო, რადგან იმ დროისთვის რკინის დამუშავების ცოდნასა და გამოცდილებას ჯერ კიდევ არ ვფლობდი. საკუთარი საქმიანობის პირველი ნაბიჯების გახსენება და ადრინდელი ნივთების ახლანდელთან შედარება ყოველთვის სასიამოვნოა. თანაც, ნივთების დამზადების ტექნიკური პროცესის ცვლილებისა და გაუმჯობესების დაკვირვებაც საინტერესოა.

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი

– რამდენადაც ვიცი, თქვენი ნამუშევრები ბათუმის საზოგადოებამ უკვე იხილა…

— დიახ, ჩემი ნამუშევრების გამოფენა გასულ წელს სტუდია StreetArt-ში გაიმართა. ეს ქალაქის სამხატვრო სტუდიაა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ხელოვანები – მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები და უბრალოდ შემოქმედებითი ნატურის მქონე ადამიანები იკრიბებიან. ჩვენ სტუდიაში მუშაობა, საკუთარი ოსტატობის დახვეწა და კოლეგებთან მოსაზრებების გაცვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

– ხელოვნების რა მიმართულებით ხართ დაინტერესებული?

— ჩემთვის ხელოვნების საყვარელი სახეობაა სტიმპანკი (ინგლისური სიტყვიდან Steampunk), ეს სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულებაა, რომლის ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ მე ვიქტორიანული სტიმპაკი უფრო მომწონს. ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი მასალაა თითბერი, ტყავი, ხე. ისე მოხდა, რომ სიძველის ეფექტს ნივთებს სწორედ ეს მასალები ანიჭებს. ამას წინათ დავასრულე მუშაობა პანოზე “პაროციკლი“, გამოვიყენე რა სწორედ თითბერი, ხე და ტყავი. 

© FB/ Otar Bezhanovოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ბეჟანოვის ნამუშევარი

– თქვენი ყველა ნივთი თავისთავად უნიკალური და უჩვეულოა, მაგრამ თავად რომელი მიგაჩნიათ ყველაზე უჩვეულოდ?

— ამ ეტაპზე ჩემ ყველაზე ორიგინალურ ნამუშევრად მიმაჩნია მაგიდის მექანიკური კალენდარი, რომელსაც მსოფლიო დონის მასხარას ბიუსტი ამშვენებს. როცა მასზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე, აღმოვაჩინე, რომ ამ ნახატის ავტორის ვინაობა ჯერაც არაა დადგენილი. მასხარას თავზე ლათინური სიბრძნის ამსახველი ფრაზები აქვს. მათი ნაწილი კალენდარზე დავიყვანე. ვეცადე, რომ მისი სახე ზუსტად გადმომეცა. 

მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოში სტიმპანკის მიმართულების განვითარებას ხელს შევუწყობ. ყველაფერი ახლა იწყება, თუმცა მჯერა, რომ სიძველის მოყვარული ადამიანები ჩვენში ამ უჩვეულო სტილით უფრო მეტად დაინტერესდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0