ოგბაიძე: ხშირად მძღოლები ჯარიმების გადახდით დარღვევის ინდულგენციას ყიდულობენ

© FB/ Shalva Ogbaidzeშალვა ოგბაიძე
შალვა ოგბაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
100-ქულიანი საჯარიმო სისტემა ეს არის ცივი შხაპი კანონდამრღვევი მძღოლებისთვის, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ.
ოგბაიძე: ხშირად მძღოლები ჯარიმების გადახდით დარღვევის ინდულგენციას ყიდულობენ

„მე რეალისტი ადამიანი ვარ და იმაზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რაც უნდა მქონდეს. ჯარიმების გამკაცრება რაღაც დოზით მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან საამური ცხოვრება იქნება. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი“, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.  

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მძღოლს, 100 საჯარიმო ქულის დაგროვების შემთხვევაში, მართვის მოწმობა უუქმდება და თავიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება. 

ყველა ახალი ამბავი
0