თუთიყუში რიკო, რომელმაც ექვსი ლექსი და უამრავი სიტყვა იცის

© FB/ Levani Samkharadzeლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო
ლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიკო ტალღოვანი თუთიყუშია, იგი ერთი წლისაა. უკვე 6 ლექსი და უამრავი სიტყვა იცის.

ცოტა ჯიუტია. არ მოსწონს როცა უღებენ, ამ დროს ჯიუტდება და არცერთ სიტყვას აღარ ამბობს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მისი ლექსები და საუბარი ჩაგვეწერა. რიკოს შესახებ მისი მეპატრონე, ლევან სამხარაძე გვესაუბრა.

© FB/ Levani Samkharadzeლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო
ლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო - Sputnik საქართველო
ლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო

–რამდენი ხანი, რაც რიკო თქვენთან ცხოვრობს?

–2015 წლის 29 დეკემბერს მოვიყვანე რიკო და მას შემდეგ იქცა ჩემი ოჯახის წევრად. წელზე მეტია რაც ერთად ვცხოვრობთ.

–ლაპარაკი როგორ ასწავლეთ?

–ლაპარაკი სიმართლე გითხრათ ჩემგან არ უსწავლია, ზოგადად არის ასეთი ჰიპოთეზა,  რომ – ქალის ხმას უკეთ და მარტივად იმახსოვრებენ ვიდრე მამაკაცის ხმას. ახალი მოყვანილი როდესაც მყავდა თანაბრად ვესაუბრებოდით მე და დედაჩემი. დაახლოებით ერთი თვის თავზე გაიმეორა საკუთარი სახელი, რასაც ხშირად უმეორებდა დედაჩემი. მას შემდეგ ოჯახში ყველა ვესაუბრებით, მაგრამ რეალურად მხოლოდ დედაჩემის ნათქვამს იმახსოვრებს. მოსმენის დროს უჯდება ტუჩებთან ახლოს და მთელი მონდომებით უსმენს. ზოგჯერ ცოტა საშიშია, რადგან თუ რაიმე არ მოეწონე დაუფიქრებლად იკბინება.

ლევან სამხარაძე: ჩემი თუთიყუში დედაჩემის ხმით ლაპარაკობს

–გამიგია, რომ გალიაში არ უნდა დავუკიდოთ სარკე, რადგან საკუთარ თავს თავის ენაზე ესაუბრება და საუბარს აღარ სწავლობს.

–ვფიქრობ არ არის მართალი. თავიდან მეც სიმართლე მეგონა ეს მოსაზრება და სანამ ენა არ ამოიდგა არ ვაკარებდი სარკეს, მაგრამ შემდეგ დავრთე სარკესთან მისვლის ნება და   სწავლაში ხელი არ შეუშლია. ქართულადაც ხშირად ელაპარაკება თავის ორეულს. ყოფილა ფაქტები, რომ თუთიყუშებს მეწყვილისთვის უსწავლებიათ საუბარი.

–როცა ორი თუთიყუში ერთადაა ამ შემთხვევაში თუ სწავლობენ ლაპარაკს?

–რთულია ამ დროს სწავლება. დაბალი შანსია ისწავლოს ლაპარაკი. მაინც სჯობს, რომ იზოლირებულად იყოს სწავლის პროცესში. 

© FB/ Levani Samkharadzeლევან სამხარაძის თუთიყუში რიკო
ლევან სამხარაძის თუთიყუში რიკო - Sputnik საქართველო
ლევან სამხარაძის თუთიყუში რიკო

–ზოგადად მდედრი თუთიყუშები უფრო ადვილად სწავლობენ ლაპარაკს თუ მამრი?

–მამრი თუთიყუშები არიან ამ მხრივ ბევრად ნიჭიერები და ლაპარაკს უკეთ ახერხებენ. მდედრები სწავლობენ, მაგრამ 1-2 სიტყვას და იმასაც არც ისე კარგად გამოთქვამენ.

–როგორ გავარჩიოთ თუთიყუში მამრია თუ მდედრი?

–ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დიდები არიან, ვიდრე მდედრები. ბუმბული მამრებს უფრო აქვთ განვითარებული. ტალღოვანი თუთიყუშის სქესის გაგება ყველაზე მარტივია ერთი ან ექვსი თვის ასაკში. ერთი თვის მამალ თუთიყუშს ნისკარტზე მოლურჯო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს, დედალს კი მოვარდისფრო-თეთრი. ცოტა მოზრდილი მამლის ნისკარტი ხდება ღია ლურჯი ან მოლურჯო-მოყავისფრო შეფერილობის, დედლების კი ყავისფერი. იშვიათია ფერი, რომ არ ემთხვეოდეს სქეს ან იცვლებოდეს ასაკთან ერთად.

–სპეციალური საკვების გარდა რა არის მათთვის დასაშვები?

–მათ აქვთ ძალიან მრავალფეროვანი მენიუ. ვაჭმევ მწვანილებს კამას, სალათს, ტარხუნას. თუმცა კონკრეტულად ეს მწვანილი საკამათოა, რადგან ბევრი ამტკიცებს, რომ არ შეიძლება. მაგრამ ვიცნობ  ამ საკითხში კომპეტენტურ პირს, რომელმაც მირჩია, თუ ცოტას ვაჭმევ  ამით არაფერი დაშავდება. ძალიან უყვართ და მათთვის დასაშვებია ხილი ვაშლი, კარალიოკი, ბანანი და ა.შ. მათთვის მნიშვნელოვანია მიიღონ ვიტამინები და გახდნენ უფრო ძლიერი არსებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტულად ჩემი რიკოსთვის და მისი მსგავსი თუთიყუშებისთვის.

© FB/ Levani Samkharadzeლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო
ლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო - Sputnik საქართველო
ლევან სამხარაძე და მისი თუთიყუში რიკო

–კონკრეტულად რის ჭამა არ შეიძლება მათთვის?

–არ შეიძლება ხორცი, მარილიანი და შაქრიანი საკვები, ასევე კატეგორიულად არ შეიძლება პური, მაგრამ რიკოს  მოუსვენრობისგან გამომდინარე მქონია შემთხვევები, რომ უჭამია.

–და არაფერი ავნო?

–არა რა თქმა უნდა, რადგან მიირთვა სუხარის პატარა ნამცეცები. სუხარის ძალიან მცირე რაოდენობით ჭამა კი დასაშვებია, მაგრამ მათი სისტემატიური კვება პურითა და სუხარით მკაცრად აკრძალულია.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0