კუკავა: არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდეს

გამოწერა
ეროვნული უშიშროების საბჭოს ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ხელმძღვანელობდეს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს” არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.
კუკავა: არ შეიძლება პრემიერ- მინისტრი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდეს

„ის, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს აბსურდია, რადგან ის ისედაც ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტს“, — მიაჩნია კახა კუკავას.

პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს — ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, ამ ორი ორგანოს ფუნქციები, ფაქტობრივად, დუბლირებულია, რაც მათი კრიტიკის საფუძველს წარმოადგენს. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოში უნდა იყოს მაქსიმალური კოორდინაცია და არ უნდა შევქმნათ ორი ერთნაირწონიანი სტრუქტურა, რომლებსაც ამბიცია ექნებათ, ერთმანეთს გადაასწრონ მმართველობისა და ბერკეტების გამოყენების საქმეებში.


ყველა ახალი ამბავი
0