თბილისის ცენტრში მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულ მსახიობს საავადმყოფოში თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში, „მშრალ ხიდთან“ ახლოს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ცნობილ მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ ოპოზიციონერის შვილს ცრუ ჩვენებების მიცემაში დასდო ბრალი

მსახიობს თავს ღამით დაესხნენ და გასაღები და მობილური ტელეფონი წაართვეს. მას გაუტეხეს საფეთქლის ძვალი, რის გამოც დაზარალებულს საავადმყოფოში თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა.

„ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება). ამ დროისათვის გამოძიება პირადი განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც შეეხება ძარცვას, ის არ ვლინდება“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თამანშრომელმა.

ქართული მასმედია აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედები მისთვის ქურთუკის წართმევას ცდილობდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0