რუსუდან სანიკიძე: სამუშაოს მაძიებლებს მოვუწოდებ, გვეწვიონ „ექსპო ჯორჯიაში“

გამოწერა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დღეს დასაქმების ფორუმი დაიწყო და იგი დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. ამის შესახებ კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან სანიკიძე გვესაუბრება.
რუსუდან სანიკიძე: სამუშაოს მაძიებლებს მოვუწოდებ, გვეწვიონ „ექსპო ჯორჯიაში“

„ონლაინ–პორტალზე დაახლოებით 3 000–მდე სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, ვაკანტური სამასივე პოზიცია დაიხურება დღევანდელი დღის შედეგებიდან გამომდინარე“, — განაცხადა რუსუდან სანიკიძემ.

ფორუმზე მოსულ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, წყალმომარაგების კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს გაესაუბრონ და სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0