როგორ მოვადუღოთ ყავა სწორად

გამოწერა
ყავის ნამდვილმა მოყვარულმა იცის, რომ საყვარელი სასმელის გემო და არომატი მისი მომზადების წესზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ დროს და ჭურჭელსაც კი. როგორ მოვადუღოთ ყავა, რომ იდეალური სასმელი მივიღოთ?

•    საჭირო ჭურჭლის შერჩევა

რომ მიიღოთ „მდიდრული“ გემო და არომატი, უნდა ისარგებლოთ ვიწროყელიანი ჯეზვეთი

•    გადაწყვიტეთ დაფქვის საკითხი

მსხვილად დაფქული გირჩევნიათ თუ წვრილად — თვითონ გადაწყვიტეთ, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული სასმელის გემო

ყავის ხე - Sputnik საქართველო
ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

•    არ იჩქაროთ

როგორ მოვადუღოთ ყავა ჯეზვეში — ნელა და ყველაზე დაბალ ცეცხლზე

•    მწიკვი მარილი

სულ მცირეოდენი მარილი სასმლის არომატს უფრო გაჯერებულს გახდის

•    ექსპერიმენტი იმბირით (კოჭა, ჯანჯაფილი)

იმბირი, ისევე, როგორც მარილი, ყავის გემოს აძლიერებს. განსხვავების შესაგრძნობად სულ მცირე რაოდენობის კოჭა დაამატეთ

•    უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლოვან ყავას

ყავის გურმანის ოქროს წესია: იდეალური ყავა მარცვლებით იყიდება. დაფქული — დასაშვებია, მაგრამ ხსნადი, უნალექო — გამორიცხულია!

CC BY-SA 2.0 / Flickr/ jasleen_kaur / good morningყავის მოხალული მარცვლები
ყავის მოხალული მარცვლები - Sputnik საქართველო
ყავის მოხალული მარცვლები

•    სასმელი არ უნდა ადუღდეს

ქაფი ყავის არომატის შენარჩუნებას ეხმარება. ამიტომ თუ ის ადუღების გამო დაიშლება, სასმელი გემოს დაკარგავს. როგორც კი ყავა ამოდუღებას დაიწყებს, გადმოდგით ჯეზვე, დააცადეთ ერთი წუთი და კიდევ შემოდგით ცეცხლზე. გაიმეორეთ პროცედურა მინიმუმ სამჯერ

•    შაქარსაც მნიშვნელობა აქვს

უმჯობესია ყავისფერი შაქარი

•    ყავა ცოტა ხანს გააჩერეთ

როდესაც ჯეზვეს ცეცხლიდან გადმოდგამთ, მაშინვე ნუ დაასხამთ ჭიქებში. ერთგვაროვანი კონსისტენცია რომ მიიღოს, ის ჯეზვეში კიდევ დაახლოებით ერთი წუთი მაინც დატოვეთ.

ყველა ახალი ამბავი
0