პრეზიდენტი: საქართველო ტერორისტებისთვის კორიდორს არ წარმოადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამართალდამცველი ორგანოების ეფექტური მუშაობა იმისთვის, რათა ქვეყანაში ტერორისტებისთვის კომფორტული გარემო არ შეიქმნას.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველო არ გამოიყენება ნარკოვაჭრობის, იარაღით ვაჭრობისა და ტერორისტების დერეფნად, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რთულია საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა და იმის გათვალისწინებით, რომ არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდებიან იმ მარშრუტებად, რომელთა გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ ნარკომოვაჭრეები და ტერორისტები.

„საქართველო ნარკოვაჭრობისა და იარაღით ვაჭრობისთვის არ გამოიყენება. ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები აქტიურად მუშაობენ, რათა საქართველო არ იყოს კომფორტული არც ერთი ტერორისტული ქსელისა თუ ინდივიდისთვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან ვიზების გაუქმების საკითხზე იმუშაოს

საქართველო ტერორიზმს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ებრძვის, აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საქართველომ შეძლო დაეკმაყოფილებინა ყველაზე მაღალი ევროპული მოთხოვნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე როგორც კანონმდებლობის, ისე საზღვრის დაცვის თვალსაზრისით.

უფრო მეტიც, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები თვალყურს ადევნებენ, თუ რა ხდება ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

„ჩვენ გასულ წელს გაეროში ვიყავით და იქ აღინიშნა, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა შეძლეს ბირთვული ნარჩენების ვაჭრობის, თუ არ ვცდები, 25 ფაქტის აღკვეთა (არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან — რედ.)“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას.

ყველა ახალი ამბავი
0