ლევან სამხარაძე: ჩემი თუთიყუში დედაჩემის ხმით ლაპარაკობს
„ოჯახში ყველა ვესაუბრებით, მაგრამ რეალურად მხოლოდ დედაჩემის ნათქვამს იმახსოვრებს. მოსმენის დროს უჯდება ტუჩებთან ახლოს და მთელი მონდომებით უსმენს. ზოგჯერ ცოტა საშიშია, რადგან, თუ რამე არ მოეწონა, დაუფიქრებლად იკბინება“, — ამბობს ლევანი.
„რიკო“ ტალღოვანი თუთიყუშია, იგი ერთი წლისაა. 2015 წლის 29 დეკემბერიდან ცხოვრობს სამხარაძეების ოჯახში. უყვარს საუბრის მოსმენა, ლექსები, მიირთმევს კამას, სალათს, ტარხუნას. არ უყვარს, როდესაც ყურადღების ცენტრში არ არის.