მსოფლიო ყოველდღე აღნიშნავს სხვადასხვა მოვლენას. ყოველი დღე გამორჩეულია საკუთარი ისტორიით. ზოგს რელიგიური დატვირთვა აქვს, ზოგს ისტორიული, ზოგსაც პოლიტიკური
22 თებერვალს „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილავთ, თუ რას და როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში.

1990 წლის 22 თებერვალს ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა „დანაშაულის მსხვერპლთა ქარტია“ (Victim's Charter: Statement of the Rights of Victims of Crime). მას შემდეგ მთელს ცივილურ და დემოკრატიულ სამყაროში 22 თებერვალს არაოფიციალურად აღინიშნება დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე

1732 წლის 22 თებერვალს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი

ჯოჯრ ვაშინგტონის დაბადების დღეს ამერიკის ყველა შტატში აღნიშნავენ

22 თებერვალს მექსიკაში კარნავალის კვირეული იწყება

კარნავალის დასრულებისთანავე დიდი მარხვა იწყება, ამიტომ კარნავალი ამქვეყნიური სიამოვნების ტალღებში ჩაძირვის „ბოლო შანსად“ მიიჩნევა

ეგვიპტეში, ნილოსის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ტაძარი აბუ-სიმბალი მზის ფესტივალს აღნიშნავს. ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში, ფარაონი რამზეს მეორის განკარგულებით გამოიკვეთა. ისტორიკოსების ვარაუდით, 22 თებერვალი რამზესის კორონაციის დღეა, მისი დაბადების დღე კი - 22 ოქტომბერია. სწორედ ამიტომ, აბუ-სიმბალი მზის ფესტივალს წელიწადში ორჯერ მართავს

იაპონურ ენაში ციფრი 2 ჟღერს როგორც „ნი“, თუმცა საუბარში მისი ჟღერადობა იცვლება და გამოითქმის როგორც „ნიან“. იაპონელები დარწმუნებულები არიან, რომ კატის ქართული „მიაუ“ მათ ენაზე ჟღერს როგორც „ნიან“. ყოველი წლის მეორე თვის 22 რიცხვში ისინი კატის დღეს აღნიშნავენ, ვინაიდან იაპონურ ენაზე მეორე თვის 22 რიცხვი გამოითქმის როგორც „ნიან, ნიან, ნიან“

არსებობს მოსაზრება, რომ კატები იაპონიაში ჩინეთიდან გავრცელდნენ. თავდაპირველად მათ გემებზე თაგვებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ, თუმცა მოგვიანებით პატარა მტაცებლები მთელს ქვეყანაში გავრცელდნენ, განიცადეს ევოლუცია და ჩამოყალიბდა კატის იაპონური ჯიშიც სახელად ბობტეილი, მომრგვალებული სახითა და მოკლე კუდით

ყოველმა ინდოელმა ბავშვობიდან იცის რამაიანას ისტორია, ანუ რამისა და სიტას ღვთაებრივი სიყვარულის ამბავი. მისი ავტორი ლეგენდარული ინდოელი ბრძენი ვალმიკია. პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა“ სწორედ ვალმისი ნამუშევრის მოტივებზეა აგებული, თუმცა რამაიანას ისტორია ავტორის წარმოსახვის ნაყოფია. 22 თებერვალს ინდოეთში აღინიშნება ვიჯაია ეკადაში. დღესასწაული სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება

1788 წლის 22 თებერვალს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი, ირაციონალიზმის სკოლის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი არტურ შოპენჰაუერი

1810 წლის 22 თებერვალს დაიბადა პოლონელი კომპოზიტორი ფრედერიკ შოპენი

1949 წლის 22 თებერვალს დაიბადა ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა