აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი გზებზე
საცობი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. 22 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგზაო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან ისთ ფოინთამდე”)“, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. 

ყველა ახალი ამბავი
0