გადარჩენილი შვილი და დედის მადლობა 10 წლის შემდეგ

გამოწერა

2004 წელს ამერიკელ კელი ჰედოკსა და მის მეუღლეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ელაი დაარქვეს. როდესაც ელაი 14 თვისა გახდა, მშობლებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა და იმ დღეს ოჯახის ცხოვრება სრულად შეიცვალა.

კელის მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო პატარა ელაი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს — იმდენად მძიმეში, რომ ექიმები კელის არაფრის იმედს არ აძლევდნენ. მაგრამ სასწაული მაინც მოხდა — ელაი გადარჩა.

საზარელი ავარიიდან 10 წლის შემდეგ კი კელიმ გადაწყვიტა, მოეძებნა ყველა ის ადამიანი, ვინც შვილი გადაურჩინა – სამაშველო ბრიგადის წევრები, მკურნალი ექიმი, მედპერსონალი. მოძებნა და ელაის დაბადების დღეზე მიიწვია, რათა მადლობა გადაეხადა მათთვის და ელაიც გაეცნო.

წვეულებაზე კელიმ შვილის გადამრჩენებს სთხოვა, ფეხზე წამომდგარიყვნენ, რათა დანარჩენ სტუმრებს დაენახათ, ვინ იხსნა ელაის სიცოცხლე.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ამ მომენტზე — როდესაც ამ ადამიანებისთვის მადლობის თქმას შეძლებდა — 10 გრძელი წელი ოცნებობდა. მათ კი უთხრეს, რომ უბრალოდ თავიანთი საქმე შეასრულეს და, საერთოდაც, ამისთვის მადლობა მათთვის არავის გადაუხდია.

დღეს კელის მეორე ქმარი ჰყავს, რომელმაც ელაი იშვილა და საკუთარივით ზრდის. კაცი ამბობს, რომ ვერ წარმოდუგენია ცხოვრება ამ ბავშვის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0