ხელოვანი გოგონას ფერადი სამყარო — ხელნაკეთი სამკაულები და გმირები ირეალური სამყაროდან

© FB/ Kate Lipartianiქეთი ლიპარტიანი
ქეთი ლიპარტიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ქეთი ლიპარტიანმა აკვარელზე და ხეზე მუშაობა სულ ახლახან დაიწყო. ჯერ აკვარელით ხატვა ისწავლა, შემდეგ ულამაზესი ნახატები ხეზე გადაიტანა და დახვეწილი სამკაულები შექმნა.

ყველა ნივთი ენანება გასაყიდად, თუმცა ამბობს, რომ ბედნიერია, როცა იცის, მის მიერ შექმნილი სამკაულით როგორ იწონებენ თავს ადამიანები.

ქეთი საკუთარი გატაცების შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. როცა სწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ეკონომიკური და მათემატიკური თეორემების სწავლის გარდა სხვა რამეც უნდა მეკეთებინა, უფრო შემოქმედებითი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. დავიწყე აკვარელით ხატვა. ინტერნეტში ხშირად მხვდებოდა ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, რაც ძალიან მომწონდა. მეც მომინდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა. გადავწყვიტე ხისგან საყურეები დამემზადებინა და მომეხატა.

© FB/ Sakura CraftsSakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები
Sakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები - Sputnik საქართველო
Sakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები

— ეს ყველაფერი თქვენით ისწავლეთ?

— კი, თვითნასწავლი ვარ. მეგობართან ერთად ორი თვე ვიარე აკვარელის შესასწავლად. ესეც იმიტომ, რომ როცა თავისუფალი დრო მქონდა, სულ მინდოდა, რაღაც მეხატა — ამის დიდი მოთხოვნილება მქონდა. პრაქტიკასთან ერთად მოვიდა გამოცდილებაც. დღეს ნებისმიერი სირთულის ნახატს დავხატავ.

— ამ ეტაპზე რა ნივთებზე მუშაობთ?

— ვამზადებ ნებისმიერი ზომის საყურეებს, ბროშებს, „ბრელოკებს“ და გულსაკიდებს, ე.წ. კულონებს.

— ხის გარდა რა მასალას იყენებთ?

© FB/ Sakura Craftsქეთი ლიპარტიანის ხის საყურე მელანქოლიური იაპონელი გოგონათი
ქეთი ლიპარტიანის ხის საყურე მელანქოლიური იაპონელი გოგონათი   - Sputnik საქართველო
ქეთი ლიპარტიანის ხის საყურე მელანქოლიური იაპონელი გოგონათი

— დავიწყებ იქიდან, რომ არყის ხის მასალას ვიწერ უცხოეთიდან. იგი დამუშავებულია და ლაზერით არის დაჭრილი. ამავე დროს ძალიან მსუბუქია და საუკეთესო ხარისხისა, მის ზედაპირზე მოხატვა შედარებით ადვილია.

ხის გარდა ვიყენებ აკრილის საღებავებს. დახატვის შემდეგ ნივთებს ყოველთვის ვლაქავ, რათა ნახატი დაცული იყოს.

— გამოდის, რომ თქვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციეთ.

— მართალია, ამ ნივთებს ვყიდი, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ჰობი უფროა, ვიდრე შემოსავლის წყარო. იმდენად მიყვარს ხატვა, რომ მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ჩემთვის. ამ დროს მოგებაზე არ ვარ ორიენტირებული. ჩემთვის შემოსავალი არ არის ამ საქმიანობის მთავარი მიზანი.

© FB/ Sakura CraftsSakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ნაკეთობა.
Sakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ნაკეთობა. - Sputnik საქართველო
Sakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ნაკეთობა.

— ვინ არიან თქვენ მიერ სამკაულზე დახატული გმირები?

— ეს როგორც რეალური, ისე ირეალური სამყაროს წარმომადგენლები არიან. ყველაზე მეტად იყიდება საყურე – იაპონელი გოგონა, იაპონური კულტურის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს, თვითონ პერსონაჟი თითქოს საიდუმლოებით მოცული და მელანქოლიურია. ისეთი პერსონაჟი კი როგორიც wonder woman-ია სილამაზესთან ერთად ხაზს უსვამს ქალის სიძლიერეს. სასურველი მოდელის შერჩევა სწორედ მომხმარებლის ხასიათზე და ინტერესებზეა დამოკიდებული.

მაქვს ასევე თემატური კოლექციები. მაგალითად „ახალი წელი“ — მისთვის დამახასიათებელი გმირებით: სანტა, თოვლის ბაბუა, ირემი… ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია ლურჯთმიანი გოგონა, რომელიც ბუნებისა და კოსმოსის ფონზეა გამოსახული. ამ ნამუშევრის აზრი შემდეგშია: ყველაფერი ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ბუნება, ადამიანი და გალაქტიკა – ერთი ამოუცნობი მთელია.

© FB/ Sakura CraftsSakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ხელნაკეთი აქსესუარი
Sakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ხელნაკეთი აქსესუარი  - Sputnik საქართველო
Sakura Crafts. ქეთი ლიპარტიანის ხელნაკეთი აქსესუარი

— მეგობრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? ალბათ ხშირად ანებივრებთ მათ ორიგინალური სამკაულებით.

— კი, რა თქმა უნდა. უმეტეს შემთხვევაში დაბადების დღეებზე ვჩუქნი ჩემი ხელით ნაკეთებ ნივთებს. ყოველთვის უხარიათ და კმაყოფილი რჩებიან. ვგრძნობ ამას და მათზე ბედნიერი მე ვარ. როცა ვინმესთვის რაიმე სამკაულს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, მათ გემოვნებას და ხასიათს მოვარგო. ის, რომ სამკაულები უფრო აქტიურად შემექმნა, ჩემი მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების დამსახურებაა. ისინი ყოველთვის მაძლევდნენ სტიმულს და ძალას მეტის გასაკეთებლად. 

— რთულია ხეზე მუშაობა? რა დროს ანდომებთ თითოეული ნივთის შექმნას?

— როგორც გითხარით, ხის მზა მასალას ვიწერ. გააჩნია, რა სირთულის ნახატზე მომდის შეკვეთა. წყვილ საყურეს იდენტური ნახატით დაახლოებით 3–4 საათში ვამზადებ.

© FB/ Sakura CraftsSakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები
Sakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები - Sputnik საქართველო
Sakura Crafts. ხის მასალისგან დამზადებული აქსესუარები

— ნებისმიერ ხელოვანს აქვს შთაგონების წყარო. რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

— არ შემიძლია ნებისმიერ დროს ავიღო მასალა და დავიწყო სამკაულის გაკეთება. როცა შეკვეთას ვიღებ, ყოველთვის ვეუბნები დამკვეთს, რომ 2–3 დღეში დავუმზადებ, რადგან აუცილებლად უნდა მქონდეს შესაბამისი განწყობა. შინაგანად უნდა ვიყო მზად, რომ დავჯდე და რამე დავხატო, რადგან ამას ვაკეთებ გულით და მთელ ენერგიას ვაქსოვ. როცა მეც ვიღებ სიამოვნებას ამა თუ იმ ნივთის შექმნით, დიდ სიყვარულს ვდებ მასში და დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანს, ვინც ეს სამკაული უნდა ატაროს, უფრო მოეწონება, ვიდრე ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული სამკაული.

შთაგონების წყარო კი შეიძლება გახდეს მეგობრები, კარგი ამინდი, საყვარელი ადამიანები, სასიამოვნო მუსიკა და ა.შ.

— გაქვთ ნახატი, რომელსაც არასოდეს არც გაყიდით და არც გააჩუქებთ?

— ასეთი ჯერ არ შემიქმნია. ზაფხულში რამდენი საყურეც გავაკეთე, ყველა ისე მომწონდა, რომ ვფიქრობდი, ვერც ერთს ვერ შეველეოდი. მაგრამ არანაკლებ სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ვიღაც შენ გაკეთებულ სამკაულს სიამოვნებით ატარებს და თავს იწონებს.

თითოეული სამკაული მიყვარდება და მწყდება გული, მაგრამ ასე ჯობს. ფაქტობრივად, ჩემი ნამუშევრებიდან მე არც ერთი არ მრჩება. თუმცა ვიცი, რომ შემიძლია ჩემთვისაც ზუსტად ასეთი გავაკეთო.

— გამოფენებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

— სამწუხაროდ, არ მიმიღია. თუმცა, ვფიქრობ, ამ გაზაფხულზე დავგეგმო. მიმაჩნია, რომ ხალხმაც უნდა ნახოს ჩემი ნამუშევრები. ამ ეტაპზე მომხმარებელთა ძალიან ვიწრო წრე მყავს.

— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ბოლო პერიოდში აქტუალურია ხის გრავირებული სამკაული. ძალიან მინდა გრავირება შევიტანო ჩემ ნამუშევრებში. დახვეწილი და ორიგინალური იქნება, დარწმუნებული ვარ. მინდა დავამატო ბეჭდები. იმედი მაქვს ჩანაფიქრს განვახორციელებ.


ყველა ახალი ამბავი
0