მელბურნის მახლობლად სავაჭრო ცენტრის შენობის თავზე თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოწერა

ავსტრალიაში, მელბურნის მახლობლად სავაჭრო ცენტრს შეეჯახა პატარა ზომის თვითმფრინავი. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ოთხი ამერიკელი ტურისტი და ავსტრალიელი პილოტი.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, პატარა ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა ავსტრალიაში, მელბურნის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრის თავზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

თვითმფრინავში იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, ყველა მათგანი დაიღუპა. კატასტროფა ესენდონის აეროპორტთან მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0