თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან დედაქალაქისკენ მომავალი სატრანსპორტო მაგისტრალი ავტოსაგზაო სამუშაოების გამო 10 დღით გადაიკეტება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია აკეთებს.
საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”). საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.