თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბირთვული იარაღის წარმოებას არ აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის წარმოებას, ირანს საამისოდ მარადისობა დასჭირდება“, — აღნიშნა ზარიფმა.
მისი თქმით, დადგა მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის განადგურების დრო და არა იმისა, რომ კიდევ ვინმე „გაწევრიანდეს ამ კლუბში“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ეს არც ისე უსაფრთხო კლუბია.