უცნაური ამბები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, სხვადასხვა პერიოდული გამოცემებიდან ავიღეთ, მათ კი ისინი თავის მხრივ ბუნებრივია, ასევე სხვა წყაროებიდან… გაეცანით და მერე თავად გაარკვიეთ, აქედან: რომელია ფაქტი, ანუ რეალური ამბავი, რომელი ჰგავს სიმართლეს და რომელია უბრალოდ ფატაზიის ნაყოფი…
ამბობენ, ადამიანის ტვინი ძილში უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე ტელევიზორის ყურების დროს, როგორც ჩანს, ეს ფაქტი ქართულ ტელევიზიებს არ გულისხმობს, თორემ მათი (განსაკუთრებით საინფორმაციოების) ყურების დროს ძალიან რთულია, გონებამ პასიური და მშვიდი „პოზა“ შეინარჩუნოს.
დღეს ბევრს ვლაპარაკობთ შოკოლადის სარგებელზე, განსაკუთრებით შავი შოკოლადის, მაგრამ შოკოლადი თურმე კლავს ძაღლებს, რადგან უარყოფითად მოქმედებს ძაღლის გულზე და ნერვულ სისტემაზეო, ასე, რომ გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და შოკოლადს მაინცადამიანც ნუ დააძალებთ მათ…
არ ვიცი, ვინ გამოარკვია, მაგრამ ამბობენ, რომ ადამიანს თურმე ობობების უფრო ეშინია, ვიდრე სიკვდილისო…
შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ სელფის გადაღების დროს უმრავლესობა ტუჩებს როგორ ერთანაირად გაბუტულად ბუშტავს ხოლმე, რაც ფოტო-სელფში წამებში ფიქსირდება- აი, ლეონარდო და ვინჩს თურმე 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მონა ლიზას მომღიმარი ტუჩები დაეხატა..
ვაშლი ბევრად უფრო ეფექტური ყოფილა, ვიდრე კოფეინის შემცველი სასმელები დილაობით, ასე რომ, ეს ფაქტი ერთი კვირა მაინც შეგიძლიათ საკუთარ თავზე დატესტოთ.
თურმე ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე კვირა, იმის მერე რაც… თავს დაკარგავს…დიდი ამბავი, ადამიანების უმრავლესობა (სიმბოლურად რასაკვირველია, მაგრამ მაინც) ამას უპრობლემოდ ახერხებს!…
— თხუნელას ერთ ღამეში თურმე 91 მეტრიანი გვირაბის გათხრა შეუძლია. ასე რომ, კითხვა ვინ გათხარა გვირაბი ბომბეიმდე, ამ ფაქტის შემდეგ ალბათ უკვე „ნათელია“…
— ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებისგან განსხვავებთ უფრო კონკრეტულ ფაქტებზე ორიენტირებულები არიან, ამას გარდა კაცები ქალებთან შედარებით კითხვის დროს თურმე, უფრო პატარა შრიფტს აღიქვამენ, ხოლო ქალებს კაცებზე უკეთესი სმენა აქვთ — ალბათ ამიტომაც უფრო ადვილად იჯერებენ მოსმენილ „ზღაპრებს“…
— სამყაროში არსებობს ჩიტი, რომლის წონა უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენი 5 თეთრიანის, მას კოლიბრი ჰქვია… იმედია, სავალუტო კრიზისივით რაიმე ფარცაგი მას არ შეეხება, თორემ შედეგი საბედისწერო იქნება…
— ცნობილია, რომ იდაყვზე ენის მიკარება შეუძლებელია, თუმცა მახსენდება ერთი ადამიანი, რომელმაც ამ თემაზე სანაძლეო მოიგო: საქმე ისაა, რომ მას პროთეზი ჰქონდა და ეს „პრობლემაც“ ამიტომ გადაწყვიტა ადვილად..
— თურმე თითის ანაბეჭდების მსგავსად ყველა ადამიანის ენის ანაბეჭდიც სხვადასხვაა- ეს ფაქტი ალბათ სადაო ნაკლებად იქნება, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის…
— ადამიანს. რომელმაც ნათურა გამოიგონა, ანუ თომას ედისონს, თურმე სიბნელის ფობია ჰქონდა და სწორედ ამან იხსნა კაცობიობა მარადიულად სიბნელეში ჯდომისგან…
— ამბობენ, ზღარბის გულისცემა საშუალოდ 300-ია წუთში. ვინ იცის? შესაძლოა, შეყვარებული ზღარბის გულის ცემა ამაზე ორჯერ მეტი იყოს…
ასეთი ფაქტების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ვინ უფრო დაიჯერებს მათ ან მეტად გაიოცებს- კაცები თუ ქალები,-ამის პროგნოზირება შეუძლებელია,თუმცა ისიცაა, დამტკიცებულია, რომ ქალები ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალს, ვიდრე კაცებიო….