ქართველი მუსიკოსები მიშო სულუხიას დასახმარებლად ერთიანდებიან

© FB // მიშო სულუხია
მიშო სულუხია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი, Young Georgian Lolitaz, LOUDspeakers, Niutone და თავად მიშო სულუხია.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ქართველი მუსიკოსები მომღერალ მიშო სულუხიას დასახმარებლად ერთიანდებიან, რომლის დედასაც  თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი, Young Georgian Lolitaz, LOUDspeakers, Niutone და თავად მიშო სულუხია.

საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ნინო ქათამაძე.

„ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გვითხრა ოპერაციაზე თანხმობა — ეს არის თურქეთი. გაჩნდა ახალი იმედები და შანსები, რომ მან სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება“, — ამბობს მიშო სულუხია ვიდეომიმართვაში, რომელიც „ფეისბუქით“ გაავრცელა.

მომღერალი დახმარებას სთხოვს მეგობრებსა და იმ ახალგაზრდებს, ვისაც მისი ცხოვრების დადებითად შეცვლა შეუძლიათ.

მუსიკალური საღამო 22 თებერვალს გაიმართება თბილისის საკონცერტო დარბაზში — Event Hall.

ყველა ახალი ამბავი
0