თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსთავში გამართულ ერთა თასის გათამაშებაში გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა გერმანიის ნაკრები — 50:6!
მანამდე გუნდები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ხუთჯერვე ქართველმა რაგბისტებმა გაიმარჯვეს.
მასპინძლები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ ინიციატივას და ბოლომდე შეინარჩუნეს იგი. უფრო მეტიც, მატჩის მეორე ნახევარში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა.
ეს მეორე გამარჯვებაა ქართველი რაგბისტებისთვის ამ სეზონზე ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ საქართველოს ნაკრებმა გასვლით მატჩში ბელგიის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 31:6.