თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან ახალი ხიდი შენდება, იუწყება საავტომობილი გზების დეპარტამენტის პრესსამსახური.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში ხორციელდება“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ძველი ხიდი, რომელიც 80-იან წლებშია აშენებული, აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, რის გამოც ახალი ალტერნატიული ხიდის აგება გადაწყდა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.
ამ დროისათვის ხიდზე ხიმინჯები ეწყობა. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული.