ქართულ-ფრანგულ ანიმაცია „ჯიბის კაცს“ აშშ-ში აჩვენებენ

© courtesy of Ana Chubinidzeანიმაცია „ჯიბის კაცი“
ანიმაცია „ჯიბის კაცი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ჩუბინიძემ თავისი პროექტი პირველად 2015 წელს წარმოადგინა ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე, სადაც უცხოელმა ანიმატორებმა შენიშნეს და საფრანგეთში მიიწვიეს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცს“ (The Pocket Man) პრემიერა აშშ-ში 25 თებერვალს გაიმართება ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე.

აღნიშნული კინოფესტივალი New York International Children's Film Festival (NYICFF) 1997 წელს დაფუძნდა 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ფილმების პოპულარიზაციის მიზნით.

„ჯიბის კაცი“ პატარა ბიჭუნას, ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს და რომელიც ერთ დღეს შემთხვევით გაიცნობს უსინათლო გამვლელს. 

შვიდწუთიან ფილმზე 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე მუშაობდა ფრანგ კოლეგასთან, მარიონ შარიესთან ერთად.

ანიმაციური ფილმი ქართული კინოსტუდია „კვალი ХХI-ის“ ბაზაზეა გადაღებული. თითოეული პერსონაჟი ხელითაა დახატული ფურცელზე, ყოველი მოძრაობაც ასევე ხელითაა შესრულებული და შემდეგ ამოჭრილი. თითოეულ კადრს შუშის მაგიდაზე იღებდნენ კამერით და მერეღა წერდნენ კომპიუტერულ პროგრამაში.

„ჯიბის კაცში“ არ არის დიალოგები, გმირები ერთმანეთს მუსიკის, ქარისა თუ წვიმისა და სხვა ხმების მეშვეობით „ებაასებიან“.

ანა ჩუბინიძემ თავისი პროექტი პირველად 2015 წელს წარმოადგინა ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე. სწორედ იქ შენიშნეს იგი უცხოელმა ანიმატორებმა და ანა საფრანგეთში მიიწვიეს — ანსის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე  (Annecy International Animation Film Festival). იქ კი ჩუბინიძის ნამუშევრით უკვე ანიმაციური კომპანია Folimage დაინტერესდა.

ყველა ახალი ამბავი
0