დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

CC0 / Pixabay / luvqs / ექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი გიორგი მამალაძე „მატროსოვის ციხიდან“ ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს გადაიყვანეს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დეკანოზი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების ცენტრში მკურნალობს.

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს

„მას პნევმონია დაუდგინდა. დღეის მდგომარეობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სიცხე აღარ აქვს თუმცა, დღეს და ხვალ პაციენტი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. შემდგომ დღეებში გადაწყდება მისი გაწერის თარიღი“, — განუცხადა კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, რომელიც წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0