საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

© FB / Минздрав Грузииაპარატურა ძილის ცენტრში
აპარატურა ძილის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპილეფსიასა და ძილის დარღვევას საქართველოს ახალ სამედიცინო დაწესებულებაში მაღალტექნოლოგიური დანადგარებით განკურნავენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში გახსნილ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ  ახალ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება

ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. 

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. 

მაგიდასთან ჩაძინებული ბავშვი - Sputnik საქართველო
რომელია საუკეთესო დრო ძილისთვის და რა შედეგები მოაქვს ძილის რეჟიმის დარღვევას

პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა. 

 ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0