ავსტრალიელმა და ზელანდიელმა მეცნიერებმა მეშვიდე კონტინენტი აღმოაჩინეს

გამოწერა
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს, რომელსაც ჩვენი პლანეტის გეოგრაფიაში სერიოზული ცვლილებების შეტანა შეუძლია.

მკვლევარებმა მეშვიდე კონტინენტი აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც 5 მლნ კილომეტრია და მას პირობითად ზეალანდია უწოდეს. 

აშშ-ის გეოლოგიური საზოგადოების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია — ეს ერთმანეთისგან იზოლირებული კუნძულები კი არ არის, არამედ ერთი დიდი მატერიკის ნაწილები, რომლებსაც წყლით დაფარული დედამიწის ქერქი აერთიანებს. 

„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს აღმოჩენა უცაბედია. ეს ეტაპობრივი სამუშაოა, რომლის შედეგებიც მთელ მსოფლიოს გვსურს გავუზიაროთ. ეს უნიკალური აღმოჩენაა“, — წერენ სწავლულები სტატიაში.

მკვლევარების თქმით, მეშვიდე კონტინენტი წარსულში მთლიანად წყალს ზემოთ იყო, მაგრამ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, დაახლოებით 23 მლნ წლის წინ, ნაწილობრივ ჩაიძირა.

მკვლევარების ვარაუდით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია წარსულში ერთი დიდი მატერიკი იყო
მკვლევარების ვარაუდით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია წარსულში ერთი დიდი მატერიკი იყო - Sputnik საქართველო
მკვლევარების ვარაუდით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია წარსულში ერთი დიდი მატერიკი იყო

ორიოდე წლის შემდეგ, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება,  მეცნიერები ზღვის ფსკერის გაბურღვას აპირებენ, რათა მეშვიდე კონტინენტისთვის დამახასიათებელი და იქ შემორჩენილი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები შეისწავლონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0