თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში საკუთარ ქმედებებზე, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს და მოვითხოვოთ მინსკის ხელშეკრულების შესრულება, რათა უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობის დონე შემცირდეს“, განაცხადა პენსმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
კიევმა მანამდე არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი უკრაინის საქმეებში ჩარევაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებას და მსგავს განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს.