ვინ გაყიდის მარიხუანას

© FB/ Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, კანონმა უნდა დაარეგულიროს, თუ ვის ექნება მარიხუანას მოყვანის და რეალიზაციის უფლება, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი თედორაძემ.
ვინ გაყიდის მარიხუანას

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, შეიძლება, აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა მომხმარებელი  უნებლიეთ გამსაღებლად მოგვევლინოს, თუ ის, მაგალითად, სტუმარს საკუთარი მოხმარებისთვის მოყვანილ მარიხუანას დააგემოვნებინებს“, — თვლის თედორაძე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმა, რომელიც 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0