ქართველი მშვიდობისმყოფელების ცეკვა ავღანეთში ვიდეოზე გადაიღეს

© FB / Минобороны Грузииქართველი სამხედროები ეროვნულ-ცეკვას-ასრულებენ-ავღანეთში
ქართველი სამხედროები ეროვნულ-ცეკვას-ასრულებენ-ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კულტურულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მთიულური“ და „აჭარული“ იცეკვეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო კულტურული პროგრამის ფარგლებში გამოსვლების ფრაგმენტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ YouTube–ის საკუთარ ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა. ღონისძიება საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.

 „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ქვედანაყოფებმა თავიანთი ქვეყნების სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. 32-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ „მთიულური“ და „აჭარული“ ცეკვები შეასრულა. კონცერტმა კარგად ჩაიარა და პირადი შემადგენლობა კმაყოფილი დარჩა“, — განაცხადა სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების ოფიცერმა ზაზა შელიამ.

კონცერტს კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომსახურე სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილეები ახალ წელს „ხორუმის“ ჰანგების თანხლებით შეხვდნენ.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0