„ასეტრინა–მლადშის" გამოძალვისთვის ცხრა წელი მიესაჯა

© Pixabay / succoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ „ასეტრინა-მლადშის" სახელით ცნობილი „კანონიერი ქაურდი“ და მისი თანამზრახველი არტუს ბაღდასარიანი მოსკოვის მცხოვრებს ფულს სძალავდნენ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის ნიკულინსკის სასამართლომ „ასეტრინა-მლადშის" სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდი“ (სერგეი ასატრიანი) დედაქალაქის მცხოვრებისგან 1,2 მილიონი აშშ დოლარის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომელზე, ალიონა სამოხოდკინაზე დაყრდნობით. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში „სტაჟიანი“ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

„სასამართლომ სეგეი ასატრიანს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის თანამზრახველ არტურ ბაღდასარიანს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში რვა წლის ვადით პატიმრობა“, —  განაცხადა სამოხოდკინამ.

ასატრიანი და ბაღდასარიანი საქართველოს მკვიდრნი არიან.

გამოძიების მონაცემებით, ასატრიანმა და ბაღდასარიანმა მოსკოვის მცხოვრებისგან 1, 2 მილიონი აშშ დოლარი გამოსძალეს და მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ. დაზარალებულის დაშინების მიზნით, მათ მის კუთვნილ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. დაზარალებული გამომძალველების მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა.

კრიმინალური ავტორიტეტი ასატრიანი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არაერთხელ იქნა შემჩნეული, კერძოდ, ის 2014 წელს ქურდული შეკრების დროს დააპატიმრეს, განუცხადა სააგენტოს მოსკოვის სამართალდამცველ ორგანოებში არსებულმა წყარომ.


ყველა ახალი ამბავი
0