18 თებერვალი, შაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, ხოლო დღისით — პლუს 5-10 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით — 20-15 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4 — პლუს 1.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-5, ხოლო ზოგან 15 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით კი 2-7 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში ღამით მოსალოდნელია მინუს 25-20, ხოლო დღისით — მინუს 9-4 გრადუსი, ზოგან — მინუს 15.
თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ძირითადად — უნალექო. ღამით 6 გრადუსამდე მოყინავს, დღისით კი ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება.
19 თებერვალი, კვირა
ძირითადად უნალექო ამინდი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 17-12, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1, ზოგან მინუს 11 გრადუსი, ხოლო დღისით 2-7 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 15-10, ზოგან — მინუს 20, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4-5 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო და ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით 4 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
20 თებერვალი, ორშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უმთავრესად უნალექო, ღრუბლიანი ამინდი იქნება. დასავლეთში ქარის წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით მინუს 2, პლუს 3 გრადუსი იქნება, დღისით პლუს 10-15; მთაში ღამით მინუს 9-4 გრადუსი, დღისით პლუს 5-10 გრადუსი; მაღალმთაში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 7-2 გრადუსი ყინვა, ზოგან — მინუს 13, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით 14-9, ზოგან 19 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3 გრადუსი იქნება.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით 4 გრადუსი ყინვა, დღისით — 11 გრადუსი სითბო.