თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. კახეთის რეგიონი ტელეკომპანია CNN-ის მიერ ღვინის მიმართულების მიხედვით მსოფლიოს 11 საუკეთესო რეგიონს შორის აღმოჩნდა.
„საქართველო — ეს აშშ-ის შტატი არ არის, არამედ ქვეყანაა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს მეღვინეობის რეგიონს წარმოადგენს… საქართველოში არქეოლოგებმა ღვინის წარმოების კვალს მიაკვლიეს, რომელიც ჩვენს ერამდე 6 ათასი წლით თარიღდება, სწორედ ამის წყალობით, ის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა“, — ნათქვამია CNN-ის ვებ-გვერდზე.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის დაყენება ხის ჭურების ნაცვლად, თიხის დოქებში ხდება, რომელსაც ქვევრი ეწოდება. ამის წყალობით, ღვინო გემრიელი და სასიამოვნო გემოვნების გამოდის, რომელიც ჩვეულებრივი დასავლური ღვინოებისგან გამოირჩევა.
მასალაში მოყვანილია ღვინის მარნის „ხოხბის ცრემლების“ ტელეფონის ნომერი, რომელიც „სიყვარულის ქალაქში“ — სიღნაღში მდებარეობს.
11 საუკეთესო ღვინის მიმართულების მიხედვით შედგენილ ჩამონათვალში შესულია კანარის კუნძულები, მიანმას რესპუბლიკა, სლოვაკეთი, პორტუგალია, კანადა, აშშ, სამხრეთ აფრიკა და იტალია.
სტატიის „11 საუკეთესო დიდი რეგიონი, რომლის შესახებაც თქვენ შეიძლება არაფერი გსმენიათ“ ავტორი ადრიენ ჯორდანია.