თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ხელოვნების სასახლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „სენსაციური გამოფენა“ დააანონსეს.
„მსოფლიო შედევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქართველი კოლექციონერის საგანძური… ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები უკვე ჩამოვიდა, სულ მალე შედევრების ორიგინალებსაც იხილავთ, ეს უნდა ნახოთ, ეს არ უნდა გამოტოვოთ!“ — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„sputnik–საქართველო“ ხელოვნების სასახლის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, სადაც არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს, მაგრამ, უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამოფენის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. თუმცა, როგორც მუზეუმის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან შიძლება ვივარაუდოთ, წარმოდგენილ კოლექციაში, შესაძლოა, იყოს ვასილი კანდინსკის და პაბლო პიკასოს ორიგინალი ნახატები.
ხელოვნების სასახლეში გამოფენა 18 თებერვალს, 14:00 საათზე გაიხსნება.