ტრამპი: New York Times-მა და სხვებმა ბოდიში უნდა მოიხადონ

© REUTERS / Carlos Barria/File Photoდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელთა ვინაობა არ არის დასახელებული, NYT-ს განუცხადეს, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წევრები 2016 წელს ხშირად ეკონტაქტებოდნენ რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსან თანამშრომლებს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში წლების განმავლობაში არსებობდა ინფორმაციის გაჟონვის პრობლემა, პრეზიდენტმა მოუწოდა გაზეთ New York Times-სა და სხვა გამოცემებს, ბოდიში მოიხადონ ამასთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პრეზიდენტის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაყრდნობით.

„საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვები და განსაკუთრებით კი უკანონო გაჟონვები ვაშინგტონში მრავალი წლის განმავლობაში იყო პრობლემა. მარცხგანცდილმა New York Times-მა (და სხვებმა) ბოდიში უნდა მოიხადოს!“ — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე რამდენიმე ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელთა ვინაობა არ არის დასახელებული, New York Times-ს განუცხადეს, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წევრები 2016 წელს ხშირად ეკონტაქტებოდნენ რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსან თანამშრომლებს. ტრამპმა მასმედიაში „რუსეთის დაზვერვასთან კავშირების“ თაობაზე ინფორმაციის გაჟონვას დანაშაული უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0