საფრანგეთის პოლიციამ პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

გამოწერა

პარიზში პოლიციის თანამშრომლები იძულებული გახდნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სამართალდამცველების მიერ დაკავებული აფრიკელი მიგრანტების მიმართ მკაცრ მოპყრობას აპროტესტებდნენ.

აგრესიულად განწყობილი მომიტინგეები წვავდნენ სანაგვე ურნებს, პოლიციის თანამშრომლებს ესროდნენ ფაიერებს, ბოთლებსა და ქვებს. საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი.

მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ ოთხი პოლიციელის დასჯას, რომლებმაც 2 თებერვალს აფრიკული წარმოშობის 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დოკუმენტების შემოწმების მიზნით პარიზის გარეუბან ონე-სუ-ბუაში დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0