რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად ისევ ზურაბ წერეთელი აირჩიეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ წერეთელი
ზურაბ წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობამ ზურაბ წერეთლის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს, განაცხადეს თანამედროვე ხელოვნების თბილისის მუზეუმში.

„რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმზე ზურაბ წერეთელი 5 წლით ერთხმად აირჩიეს აკადემიის პრეზიდენტად. ვულოცავთ!!! ვუსურვებთ ბატონ ზურაბს კიდევ მრავალ წარმატებას!!!“ — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი - Sputnik საქართველო
ზურაბ წერეთელი 83 წლის გახდა

კენჭისყრა ოთხშაბათს 15 თებერვალს აკადემიის 581-ე კრებაზე ჩატარდა. წერეთლის არჩევის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს, წინააღმდეგი მხოლოდ ორი ადამიანი იყო.

წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობს. აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას მხატვარი თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმის ხელმძღვანელობასა და შემოქმედებით საქმიანობას უთავსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0