თამარ პეტრიაშვილი: კონდიტერობა ჩემთვის მეორე პროფესიაა

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილი
თამარ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ პეტრიაშვილი ერთ–ერთ საკონდიტროში მუშაობს და ეს დიდ ბედნიერებას ანიჭებს, რადგან კონდიტერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. „Sputnik–საქართველოს“ იგი უამბობს, თუ როგორ აიხდინა ეს ოცნება.
თამარ პეტრიაშვილი: კონდიტერობა ჩემთვის მეორე პროფესიაა

„პატარაობიდან დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს დედას, როცა სამზარეულოში რაიმე გემრიელს ამზადებდა. როცა პატარა ვიყავი, ჩუმად მივეპარებოდი ხოლმე ფქვილს, ცომს, კვერცხს და ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი“, — იხსენებს თამარი.

მისი თქმით, როცა თავად გახდა დედა, დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, ტკბილეულის გამოცხობა ესწავლა და შვილები ამით გაენებივრებინა. კონდიტერობა მან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში შეისწავლა.

ყველა ახალი ამბავი
0