ოჯახის ბირთვი – თქვენ და არა თქვენი შვილები

გამოწერა
არაფერია მარადიული. ბავშვები მალე გაიზრდებიან და ბუდიდან გაფრინდებიან. არ არის საჭირო 30 წლის „ბავშვს“ თავშესაფარი მისცეთ, ოთახი გამოუყოთ – მათ დამოუკიდებლად უნდა იცხოვრონ! ისინი წავლენ, თავიანთ ოჯახებს შექმნიან და თავიანთ შვილებს გაზრდიან.

რა არის ოჯახის ბირთვი? შვილები? არა! ბავშვები ფუნდამენტის ნაწილი და ყველაფერი დანარჩენის დიდი ნაწილია, მაგრამ ამ კონსტრუქციას ისინი არ იჭერენ. ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ქვაკუთხედი თქვენ ხართ — ცოლ-ქმარი. თქვენი შვილები გიყურებენ, იღებენ თქვენს მაგალითს, თქვენს გამოცდილებას, ირჩევენ საკუთარ მიმართულებას.

გედი - Sputnik საქართველო
გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

სანამ შვილები გაჩნდებოდნენ, იყავით თქვენ — წყვილი. თავდაპირველად თქვენ შეგიყვარდათ ერთმანეთი. თქვენ იყავით და ამ ოჯახური ისტორიის შექმნა თქვენ გადაწყვიტეთ. და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდნენ თქვენი ბავშვები. ეს მშვენიერია, ღმერთის მადლობელი ხართ, რადგან მათ ამხელა სიხარული და ბედნიერება მოაქვთ თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ წყვილის ურთიერთობა წმინდაა, საკრალური და ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რათა ეს საკრალურობა შეინარჩუნოთ.

ბავშვები გაიზრდებიან, თქვენ კვლავ ერთად დარჩებით

არაფერია მარადიული. ბავშვები მალე გაიზრდებიან და ბუდიდან გაფრინდებიან. არ არის საჭირო 30 წლის „ბავშვს“ თავშესაფარი მისცეთ, ოთახი გამოუყოთ — მათ დამოუკიდებლად უნდა იცხოვრონ! ისინი წავლენ, საკუთარ ოჯახებს შექმნიან და თავიანთ შვილებს გაზრდიან, თქვენ კი ერთად უნდა დარჩეთ, ისევ ისეთი მტკიცე და ახლო ურთიერთობები, ოჯახი უნდა გქონდეთ, როგორც გზის დასაწყისში. იმისთვის, რომ ასეთი მომავალი თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს, ურთიერთობებზე დასაწყისშივე უნდა იმუშაოთ. სწორედ ეს ურთიერთობები უნდა იყოს პრიორიტეტი და არა — ბავშვები.

© Flickr / Kipp Jonesბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ
ბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ - Sputnik საქართველო
ბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ

შვილებს ღირსეული მაგალითი უნდა ვუჩვენოთ

შვილები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენგან სწავლობენ და მაგალითს ჩვენგან იღებენ. სწორედ ჩვენგან სწავლობენ ურთიერთობებს. გსმენიათ — „აღზრდა უფროსებს სჭირდებათ და არა ბავშვებს“? ამიტომ უფროსების ჯანსაღი ურთიერთობები უნდა გახდეს პრიორიტეტი, რადგან ბავშვები სწორედ მათი შემხედვარე სწავლობენ, რა არის ოჯახი, შეყვარება, პაემანზე წასვლა… სწორედ ამიტომ თქვენი მეორე ნახევარი უნდა იყოს პრიორიტეტი, ხოლო ბავშვები — მეორე ადგილზე, რომელიც ძალიან ახლოსაა პირველ ადგილთან, მაგრამ მაინც მეორეზეა.

დღის ბოლოს შინ დაღლილი და დაძაბული ბრუნდებით. რა თქმა უნდა, თქვენს შვილებს სჭირდებით. ისინი მნიშვნელოვან მეორე ადგილზე არიან თქვენი მეუღლის შემდეგ — არც მეგობრები, არც კოლეგები და სხვა… ბავშვები და მეუღლე. თქვენ უნდა იზრუნოთ შვილებზე, მაგრამ პირველ რიგში იმაზე, რომ თქვენს წყვილს კარგი ურთიერთობები შეუნარჩუნდეს. როდესაც ბავშვები ხედავენ, როგორ უყვარს მამას დედა, დედას — მამა, როგორ აფასებენ ისინი ერთმანეთს, შვილები რწმუნდებიან, რომ ისინიც ასევე საყვარელი, მნიშვნელოვანი და დაფასებული არიან.

როცა საკუთარი თავი გიყვართ, ცხოვრება ნაკლებად გამძიმებთ, ხოლო ურთიერთობები უფრო მარტივი და სპონტანურია - Sputnik საქართველო
აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ

ამ საუკუნემ გიჟური გრაფიკი მოიტანა — სულ საქმე, საქმე, საქმე… ამასთან ბავშვები — მათ უამრავი დრო სჭირდებათ. სწორედ ამიტომ გამოყავით დრო ერთმანეთისთვის, სახლში მისვლის შემდეგ გარკვეული დრო მათ დაუთმეთ, შემდეგ კი გაგზავნეთ შვილები თავიანთ ოთახში, თუნდაც ჯერ ძილის დრო არ იყოს, და დაუთმეთ დრო თქვენს მეორე ნახევარს, გაესაუბრეთ მას. მართალია, შვილები ყველას ძალიან უყვარს, მშობელი მათთვის პირველი მხარდამჭერი და დამცველია, მაგრამ არ არის აუცილებელი, მთელი დრო მათ დაუთმოთ.

მოუწყეთ ერთმანეთს თვეში თუნდაც ერთი-ორჯერ პაემანი, წადით სადმე და დრო ერთმანეთთან გაატარეთ, ყველას გარეშე.

არ დაგავიწყდეთ ერთმანეთი — იცოდეთ, რომ მთავარი თქვენ ცხოვრებაში სწორედ თქვენი მეუღლეა. არ გეგონოთ, რომ ამით შვილებს რამეს აკლებთ, პირიქით, გახსოვდეთ, მათთვის სამაგალითოდ ბედნიერი წყვილი უნდა იყოთ!

სტატიაში გამოყენებულია მაიკ ბერის მოსაზრებები.

ყველა ახალი ამბავი
0