კინო თბილისში: რა ვნახოთ 16–19 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის მონიტორი
კინოთეატრის მონიტორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომედიური სერიალის „გოგონების“ და „ვარსკვლავური ომების“ ვარსკვლავი ადამ დრაივერი, ჯანმრთელობის წამალი ვერბინსკის თრილერში და უამრავი სხვა ლამაზი და შთამბეჭდავი კინო.

 „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ამ უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

16 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:

 „პატერსონი“ (Paterson) — ჯიმ ჯარმუშის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ადამ დრაივერი ასრულებს. მთავარი გმირი ავტობუსის ახალგაზრდა მძღოლი პატერსონია, რომელიც ნიუ–ჯერსის შტატის ქალაქ პატერსონში რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს და თავისუფალ დროს საყვარელ ცოლს ლორას ლექსებს უწერს. ახალგაზრდა მამაკაცი ყოველდღიურობის სილამაზეს ლექსებში ხედავს და ყველგან პოეტებს ხვდება — ასეთია ქალაქის მაგია — პოეტების ალენ გინზბერგისა და უილიამ კარლოს უილიამსის სამშობლოში. თუმცა, პატერსონი თავისთვის წერს და გამოქვეყნებაზე არც კი ოცნებობს, სანამ ერთი პატარა მოვლენა მის გეგმებს არ შეცვლის.

საინტერესო ფაქტი: ფილმის გადაღებების დაწყებამდე ადამ დრაივერი ავტოსკოლას ეწვია, რათა ავტობუსის მართვის უფლება მიეღო. ფილმში ლექსები რონ პაჯეტოს ეკუთვნის, რომელიც ჯარმუშის ერთ-ერთი საყვარელი პოეტია, რომელიც რეჟისორს სპეციალურად ფილმისთვის ლექსების დაწერას დათანხმდა.

„გამაჯანსაღებელი წამალი“ (A Cure for Wellness) — რეჟისორ გორა ვერბინსკის ამერიკული თრილერი. სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა ამბიციური თანამშრომელი, რომელიც შვეიცარიის ალპებში გადაკარგულ გამაჯანსაღებელ ცენტრში მიემგზავრება, რათა იქიდან თავისი კომპანიის ხელმძღვანელი დააბრუნოს. თუმცა, ადგილზე მისვლის შემდეგ ხვდება, რომ სპა–სალონის სასწაულმოქმედი პროცედურები სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. როდესაც ბიჭი ამ ადგილის საშინელი საიდუმლოებების ჩაწვდომას იწყებს, მისი გონება გამძლეობაზე ნამდვილ გამოცდას გადის. როგორც ჩანს, მასაც შეეყარა ის უცნაური დაავადება, რომლის გამოც აქ ცენტრის სხვა სტუმრები რჩებიან და წამლის თავისი დოზის მიღება სურთ.

საინტერესო ფაქტი: გადაღებები ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე უძველეს გერმანულ ციხესიმაგრე გოგენცოლერნში მიდიოდა, რომელიც დამთვალიერებლისთვის 2015 წლის 13-დან 24 ივნისის პერიოდში დაიხურა. 

გასული კვირიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი „50 ელფერით მუქი“ (Fifty Shades Darker), თრილერი „ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ (Resident Evil: The Final Chapter), კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური „ლეგო: ბეტმენი“ (The LEGO Batman Movie) და ბოევიკი „ჯონ უიკი 2“ (John Wick: Chapter Two) კიანუ რივზით მთავარ როლში.

ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ —  ჰავიერ გუტიერესის „ზარები“, თინეიჯერების გალაქტიკათაშორისი სიყვარულის შესახებ ფილმი „კოსმოსი ჩვენს შორის“, ხუან ანტონიო ბაიონის „მონსტრის ხმა“, დრამა „სიჩუმე“, ბოევიკი–ტრილერი „სამი იქსი: მსოფლიო ბატონობა“ ვინ დიზელის მონაწილეობით, ამერიკული ფილმი-მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი“ და ამერიკული კომედიური ფილმი „რატომ ის?“ ბრაიან კრესტონისა და ჯეიმს ფრანკოს კონაწილეობით.

მულტფილმები ბავშვებისთვის — ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“ და მულტფილმი „მოანას თავგადასავალი“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0