იღბლიანი ჯენტლმენები

© FB/ FC Dinamo Tbilisiთბილისის "დინამო"
თბილისის დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში გაკეთებულმა სწორმა გათვლამ პარიზული კლუბი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა აქამდეც ჰყავდა, „სიყვარულის ქალაქის“ გუნდი იმდენად სერიოზულ ძალად ჩამოაყალიბა, რომ დღეს იგი ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება.

სანდრო ცნობილაძე                           

„А что, Динамо бежит? Все бегут" დიალოგი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხატვრული ფილმიდან „იღბლიანი ჯენტლმენები“,  რომელშიც თბილისის „დინამო“ ნამდვილად არ იგულისხმება, მაგრამ თავისი კომიზმით  თბილისურ კლუბში არსებული სიტუაცია ამ ფილმში წარმოდგენილთან ძალზე ახლოს არის. გუნდიდან, როგორც კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, ოჯახური მიზეზების გამო ვიაჩესლავ გროზნი გაუშვეს. 60 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ სამი თვე იმუშავა. გროზნის გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ხსენებული მიზეზის დადასტურება ან უარყოფა, თუ კლუბში არ მუშაობ და იქ მიმდინარე პროცესებში ჩართული არ ხარ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ „ოჯახური მდგომარეობის“ სერიოზულობაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, დასაშვებია.  

© FB/ FC Dinamo Tbilisiდინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი
დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი - Sputnik საქართველო
დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი

„პირველი მოსაზრება, რაც ასეთ დროს ყველას თავში მოსდის, ასეთია: იმისთვის, რომ შეკრებაზე მყოფი გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლო, ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა გაგაჩნდეს. ეს არგუმენტები შეიძლება იყოს ოჯახური მდგომარეობა ან მისი მუშაობით უკმაყოფილება. პირველთან დაკავშირებით მსჯელობა უტოპიაა, აი, მეორე კი არის ის მიმართულება, რომელზეც მოსაზრებების გაცვლა შესაძლებელია. 

იმისთვის, რომ გროზნის სამთვიანი მუშაობა შეფასდეს, უნდა გავიხსენოთ ის ამოცანა, რომელიც მთავარ მწვრთნელს დაუსახეს. ერთწლიანი კონტრაქტი, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება ორი წლით გაგრძელდეს, ნიშნავს გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების მცდელობას. ასე კი იმ შემთხვევაში იქცევიან, როდესაც ან გუნდის განვითარების კურსის შეცვლა სურთ, ან ეს ეტაპი გავლილი აქვთ და შედეგის მომტანი სპეციალისტი სჭირდებათ. „დინამოს“ შემთხვევაში საქმე პირველ ვარიანტთან გვქონდა. გროზნის ამოცანად აკადემიაში მოთამაშე ახალგაზრდების პირველ გუნდში ინტეგრირება და საქართველოს მასშტაბით ასევე ახალგაზრდული ასაკის ფეხბურთელების „დინამოსთვის“ მოძიება იყო. შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ გროზნის გათავისუფლების მიზეზები არა ოჯახურ პრობლემებში, არამედ მისი მუშაობით უკმაყოფილებაშია, მივიღებთ რომ გროზნიმ, როგორც სელექციონერმა ვერ გაამართლა. და საკმარისია თუ არა სამი თვე უკრაინელი სპეციალისტისთვის ასეთი უარყოფითი შეფასების მისაცემად? „დინამოში“ ჩათვალეს, რომ საკმარისია.  

© FB/ Angel Di Maríaანხელ დი მარია ბარსელონას კარში გატანილ გოლს აღნიშნავს
ანხელ დი მარია ბარსელონას კარში გატანილ გოლს აღნიშნავს - Sputnik საქართველო
ანხელ დი მარია ბარსელონას კარში გატანილ გოლს აღნიშნავს

ყველანაირი სარკაზმის გარეშე: „პსჟ“-ს ნამდვილად იღბლიანი ჯენტლმენები ჰყავს. განსაკუთრებით ეს ანხელ დიმარიაზე ითქმის. დაბადების დღეზე ორი ულამაზესი გოლი გაუტანო „ბარსელონას“, არგენტინელი შემტევი ამაზე მაგარ საჩუქარს საკუთარ თავს კიდევ როდის გაუკეთებს არავინ იცის. მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში გაკეთებულმა სწორმა გათვლამ პარიზული კლუბი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა აქამდეც ჰყავდა, „სიყვარულის ქალაქის“ გუნდი იმდენად სერიოზულ ძალად ჩამოაყალიბა, რომ დღეს იგი ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება. წესით უნაი ემერის „პსჟ“-ს თავკაცად დანიშვნა იმ უდიდესი და ფინანსურად უმძლავრესი პროექტის ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, რომელმაც ფრანგული გუნდი დიდ გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს.  

 

ყველა ახალი ამბავი
0