ბათუმის აეროპორტში ტერორისტი დააკავეს

გამოწერა
ინტერპოლით ძებნილი აშშ-ის მოქალაქე ექსტრადირებული იქნება უზბეკეთში, სადაც ის ტერორიზმში დამნაშავედ არის ცნობილი.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მოქალაქე, რომელიც უზბეკეთში ტერორიზმისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

1978 წელს დაბადებული ამერიკელი ტაშკენტის მოთხოვნით ინტერპოლით იძებნებოდა. ის დამნაშავედ სცნეს უზბეკეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით – „ტერორიზმი“, „კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა“, „დივერსიული თავდასხმა“, „საბრძოლო მასალის უკანონო ამოღება“.

ამჟამად აშშ-ის მოქალაქის უზბეკეთში ექსტრადიციისთვის აუცილებელი პროცედურები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0