საქართველოში მცხოვრებ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულ ქალს, ქსენია ბერულავას 117 წელი შეუსრულდა.
ახლა ქსენია ბერულავა მარტვილში ქალიშვილთან აველინა გალდავასთან ერთად ცხოვრობს. ცხოვრების განმავლობაში ის შეესწრო ორ მსოფლიო ომს, სამი ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის ოთხ პოლიტიკურ სისტემას.
გათხოვებამდე ქსენია გვარად ბრეგვაძე იყო, ხოლო გათხოვების შემდეგ ის ქმრის გვარზე გადავიდა. მისი მეუღლე დიდი სამამულო ომის მონაწილე დიმიტრი ბერულავა იყო, რომელიც 1943 წელს ქერჩის ბრძოლაში ფრონტზე დაიღუპა. ქსენიას შვილი აველინა გალდავა 79 წლისაა.